ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) პროექტის (BlackSea4Fish) ფარგლებში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორში სამეცნიერო კვლევა გახორციელდა, რომელიც ასევე აკუსტიკურ კვლევას მოიცავდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული კვლევები მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას.
სამეცნიერო კვლები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები თურქ სპეციალისტებთან ერთად ახორცილებდნენ.
კვლევის შედეგი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.