„შეაგინე ბერას“ – ასე ჰქვია აქციას, რომლის ჩატარებაც სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისში, კანცელარიასთან გადაწყდა.
აქცია დღეს 18:00 საათზე დაიწყება.
აქციის გამართვის მიზეზი ტვ პირველის ეთერში გასული სატელეფონო ჩანაწერებია, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას გეგმავენ.