ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ. მილოცვას სკოლის დირექტორი მზია ოსეფაიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“ჩვენო ბავშვებო, ჩვენო კურსდამთავრებულებო, დასრულდა მისაღები გამოცდები და დაიწყო თქვენი შრომის დაფასება. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სირთულეებისა და ხელისშემშლელი პორობებისა, თქვენ შეძელით და წარმატებით ჩააბარეთ, ამჯერად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, გილოცავთ!
თქვენს შორის არიან 61/60 ქულიანებიც. მარიამ გიორგაძე, ლიკა კალანდაძე, ლილი კალანდაძე, ქრისტინე გიორგაძე _
მინდა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ერთი დიდი ოჯახის წევრები და ეს ოჯახი გუთურის საჯარო სკოლაა.
ერთხელ კიდევ მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება, რომელიც უამრავი წარმატების საწინდარი იქნება თქვენს ცხოვრებაში!
სიყვარულით, გუთურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები”, _ წერია სკოლის დირექტორის ფეისბუქგვერდზე.