უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 30 შეიარაღებული პირს ალყა შემოარტყეს კოსოვოში პოლიციელის მოკვლის შემდეგ,_ განაცხადა BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერმა.
ალბინ კურტიმ თქვა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა მონასტერში ჩრდილოეთ სოფელ ბანისკაში და მოუწოდა მათ დანებება.
ბ-ნმა კურტიმ სერბეთი დაადანაშაულა “ტერორისტულ თავდასხმის” მხარდაჭერაში.
ცნობისთვის, დაძაბულობა გაიზარდა კოსოვოში მას შემდეგ, რაც ძალადობრივი შეტაკებები მოჰყვა მაისში სადავო ადგილობრივი არჩევნებს.
„ჩვენ ვხედავთ ფორმებში ჩაცმულ შეიარაღებულ ადამიანებს…ისინი გვესვრიან და ჩვენ ვუპასუხებთ“, – განუცხადა კოსოვოს პოლიციის წარმომადგენელმა ვეტონ ელშანმა AFP-ს ბანისკიდან ტელეფონით.
სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაადასტურა, რომ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ სოფელ ლეპოსავიჩში მდებარე მონასტერში, სადაც იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი სადის მომლოცველები.
ბატონმა კურტიმ დასძინა, რომ დამნაშავეები და ისინი, ვინც მათ ბრძანებებს გასცემდნენ, დაისჯებიან.
კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ თქვა, რომ ინციდენტი “სერბული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იყო მოწყობილი”, იყო თავდასხმა კანონიერ წესრიგზე და “კოსოვოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის წინააღმდეგ”.
მან დაგმო “სერბეთის ღია აგრესია კოსოვოს მიმართ” და მოუწოდა ქვეყნის მოკავშირეებს მხარი დაუჭირონ კოსოვოს კანონისა და წესრიგის დამყარებაში.
ოსმანიმ ხალხს მოუწოდა დარჩეს ერთიანი და ნდობა გამოუცხადა კოსოვოს პოლიციას.
მაუწყებლის ინფორმაციით, სერბეთი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.