როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი, მუსიკოს დათო ევგენიძეს ღვიძლს გადაუნერგავს.
ოპერაცია უკვე დაიწყო – ინფორმაციას საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გიორგი მახარაშვილის მეუღლე ავრცელებს.
„ვიცი ყველა ელოდებით სიახლეებს, შეიყვანეს მახარა და მერე დაიწყება დათო“
„ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ოპერაცია და ახლა მითხრეს 8-9 საათიც გრძელდება ხოლმე დონორის ოპერაციაო“,- წერს ლეკა მიქაძე.