ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა შეხვედრის გაუქმების შესახებ, თუმცა ახალი განცხადების მიხედვით, შეხვედრა შედგება. მასზე კი მედია არ დაიშვება. ინფორმაციას შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.