21 ივლისს, ოზურგეთის თეატრში გურიის მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ ორგანიზებით, პროექტ “ECO.Georgia”-ს ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გურიის მოსახლეობის წარმომადგენლებს ესაუბრნენ ენერგოეფექტური შეშის ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის უპირატესობების შესახებ. მოსახლეობას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარს სასურველი ღუმელის ღირებულების 30% უფინანსდება.
შეხვედრას გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ესწრებოდნენ, რომლებსაც არსებულ 30%-იან თანადაფინანსებასთან ერთად, სპეციალურად ამ დღისათვის დაწესებული დამატებით 5%-იანი ვაუჩერები გადაეცათ.
გურიის რეგიონში შერჩეულ პირველ სადემონსტრაციო შინამეურნეობას კი ენერგოეფექტური ღუმელი და ალტერნატიული საწვავი უფასოდ გადაეცათ. ალტერნატიული საწვავის გადაცემა სააქციო საზოგადოება “მარანმა” უზრუნველყო.
ავტორი