საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს.
„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.
მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“,_ წერს ღარიბაშვილი.