სოციალურ ქსელში მირანდა ტყაბლაძე შეკვეთილში მომხდარ ფაქტს ასაჯაროებს. მისი ინფორმაციით, შეკვეთილში 7 ნაძვის ხე მოჭრეს და ამასთან დაკავშირებით არავის ჰქონია რეაქცია.
“შეკვეთილში, ჩემმა ე. წ. მეზობელმა 7 ნაძვის ხე ისე მოჭრა 300 კვმ. მიწაზე, ერთი წამიც არ დაფიქრდა და არანაირი ნამუსი არ აწუხებს! უფრო მეტიც, თურმე, არ იცის, ვინ მოჭრა მის კუთვნილ მიწაზე ამდენი ნაძვი! ეს უკვე მერამდენე შემთხვევა არის შეკვეთილში!!!
გაიკაფა მთლიანი ტყე! ამდენი ბოროტი ადამიანი რატომ ცხოვრობს?! არ არის ტყე და ბუნება ქაჯების საცხოვრებელი ადგილი!!!
მსგავსი ცხოველები გამოქვაბულში უნდა ცხოვრობდეთ!” _ წერს სოციალურ ქსელში მირანდა ტყაბლაძე.
“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და მიმდინარეობს საქმის შესწავლა.