მაშველებმა 64 წლის ტურისტი ქალი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ის ზღვაში ნაპირიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იყო შესული და დახმარებას ითხოვდა. მაშველებმა შენიშნეს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
შემთხვევა დაბა შეკვეთილში მოხდა.