„ეს არის მათი სამწუხარო პოლიტიკური ინტერესი და ამ პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ასევე შემაშფოთებელია ის რომ ამით ხელმძღვანელობს პრეზიდენტიც“, _ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ, როდესაც დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული.
„პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, ასევე ოპპოზიციურ პარტიებს აქვთ თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, ბუნებრივია, მათ ინტერესში არ შედის რადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლა, დემოკრატიული კონსტიტუიციით წარმოადგინონ როგორც მიღწევა ამ ხელისუფლების.
ეს არის მათი სამწუხარო პოლიტიკური ინტერესი და ამ პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ასევე შემაშფოთებელია ის რომ ამით ხელმძღვანელობს პრეზიდენტიც. ეს არის მათი ნეგატიური დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტიუცია დემოკრატიული კონსტიტუციით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ის აბსოლუტურად არასწორი კამპანია, რომელიც წარიმართება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.
ამ ყველაფერს რაღაცნაირად წარმართავს პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და პირიქით, ხელს უნდა უწყობდეს კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას. ის ამის საპირისპირო ნაბიჯებს დგამს დღემდე, რაც არის ჩვენთვის დასანანი, შემაშფოთებელი და სამწუხარო.
“, _ განაცხადა კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. .