Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციას კორონავირუსის სტატისტიკასთან და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
“ცივილური საზოგადოებების არჩევანი – ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი – ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!
შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!” – წერს კულიმბეგოვი.