საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
მისი თქმით, კოვიდინფიცირებული ახლობელი გარდაეცვალა, რომელსაც იმის გამო, რომ ორჯერადად იყო აცრილი, ექიმებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
“შემოაკვდათ ჯან-ღონით სავსე კაცი. არაფერია, არაფერია ძახილში. ხომ აცრილია და რა უჭირსო… ორჯერ აცრილია-ო…
ჯერ მისი ჰოსპიტალიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ლამის მინისტრის შუამდგომლობით მოახერხეს. მერე ოჯახის წევრები წამლებზე არბენინეს. იშოვეს ვაივაგლახით. მიიტანეს. მერე გამოუცხადეს ეს წამლები აღარ სჭირდება, ორჯერაა აცრილი და იმუნიტეტი დასძლევსო.
ჰოო, ორჯერ აცრილია-ო…
აი ასე, არაფერია, არაფერია ძახილის შემდეგ,
ნახევარი საათის წინ დარეკეს და…
P. S. თქვენი პროტოკოლის მომცემის დშშ!”, _ წერს სულაშვილი.