შემოქმედის ეპარქიაში სააღდგომო მსახურება ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება, 24:00 საათზე იქნება ლიტანიობა და მას მიებმება საღმრთო ლიტურგია.
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები, მრევლს მოუწოდებს გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია. ლიტურგიაზე მისვლა პირბადის გარეშე დაუშვებელია.
“ქრისტეს მიერ საყვარელო სულიერო შვილებო!
გაცნობებთ, რომ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე, მრევლს მიეცა საშუალება, დაესწროს აღდგომის ლიტურგიას, თუმცა უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების ფარგლებში და არ დავარღვიოთ კომენდანტის საათი. ამიტომ გთხოვთ, ტაძარში მობრძანდეთ შაბათს, საღამოს 21: 00 საათამდე და ტერიტორია დატოვოთ დილის 06:00 საათის შემდეგ,ხოლო ვინც შეუძლოთ არის ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლია დაესწროს საღმრთო ლიტურგიას,დარჩეს სახლში და მომდევნო კვირის შვიდი დღის მანძილზე (ბრწყინვალე შვიდეულში)მივიდეს ტაძარში,რომელიც აგრეთვე ითვლება აღდგომის დღესასწაულად.
23:00 საათზე დაიწყება მსახურება, 24:00 საათზე იქნება ლიტანიობა და მას მიებმება საღმრთო ლიტურგია.
მრევლს მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. საკუთარი თავისა და სხვების დაცვის მიზნით გაიკეთეთ პირბადე (პირბადის გარეშე მოსვლა ყოვლად დაუშვებელია) და დაიცავით დისტანცია, დადექით ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით. ლიტურგიის მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ მესანთლეს,”_ ამბობს მიტროპოლიტი იოსები და მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.