ამ წუთებში სტიქიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოწმედის თემში, წითელმთის ხიდთან მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა _ მდინარე ბჟუჟი ადიდდა და კალაპატოდან გადმოვიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით იქ მცხოვრებ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს საფრთხე ემუქრება.
ადგილზე იმყოფება გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და საგანგებო სამსახურები.