შემოქმედში დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ინტელექტ-თამაშების: რა? სად? როდის? გაზაფხულის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ფინალში ოთხი გუნდი გავიდა. ესენია: ქვემო ნატანების საჯარო სკოლა “ნაკამა”, ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა “ჰარუ” , წმინდა ნინოს სამრევლო სკოლა “მთიები” დაშემოქმედის საჯარო სკოლა “ერუდიტი” მონაწილეობდა.
გამარჯვებული შემოქმედის „ერუდიტი“ გახდა.
„დღევანდელი წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა და მასში თითოეული თქვენგანის შრომა და მონდომებაა. როგორი ამაყი ვარ თქვენით, ან როგორ მიყვარხართ:@Nini Chitaishvli@Mariam Sadradze@Lado Zoidze Amiran Oniani @Nika Sabashvili დავით ჩხატარაშვილი და შენით, ჩემო კაპიტანო გიორგი ვასაძე. ეს საპატიო ჯილდო ნამდვილად დაიმსახურეთ“ – წერს სოციალურ ქსელში შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე.
ავტორი