ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში „კალანდა 2024“-ის შესახვედრად ემზადებიან. მზადება ამ წუთებში ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მიმდინარეობს, სადაც გაიმართება წარმოდგენა, თუ როგორ ხვდებოდნენ ძველად კალანდა დღეს.
17:00 საათიდან დაიწყება ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. 19:00 საათიდან დაიწყება ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და თეატრალური პერფორმანსები. გაიმართება კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება; ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა; 20:00 საათზე დაიწყება ჯგუფ “Reggaeon”-ის კონცერტი.


ავტორი





















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)











