დეკანოზი ლუკა კარელიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“სული მტკივა …
შემრცხვა, ვერ გავბედე დაწოლა ნანგრევებში მყოფი ბავშვებზე ფიქრით … შემრცხვა წყლის დალევა და ჟანგბადის ჩასუნთქვისაც მცხვენია…
გლოვის დღეებიც გავა და ისევ დავიწყებთ ერთმანეთის ჭამას, ისევ დაგვავიწყდება ერთმანეთის გაფრთხილება… დაგვავიწყდება ერთმანეთისთვის სიყვარულის გამოხატვა… დაგვავიწყდება , რომ ხვალ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს ამის თქმა….
უფალმა მართალთა თანა დააწესოს მათი უკვდავი სულები”, _ წერს დეკანოზი ლუკა კარელიძე.