შენ ხარ მზე … მზე რომელიც არ ამოვიდა… “ – 27 წლის ასაკში ოზურგეთის „მერცხალის” ყოფილი მეკარე ლევან კალაჯიშვილი გარდაიცვალა.
მას, მძიმე სენის დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს, დაიგეგმა ოპერაციაც, თუმცა მდგომარეობა მალე დამძიმდა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
„არ მჯერა ამის გააზრება რომ მიწევს ….
ერთ მერხთან ვისხედით ბევრი წელი, ერთი აზრები გვქონდა, ერთი ურთიერთობა რომელიც არცერთ სხვას არ ჰგავდა, უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან, მე 6 კლასში ვიყავით სპექტაკლი დავდგით ,,მე ვხედავ მზეს” მე ხატია ვიყავი შენ სოსოია … იმ დღის მერე ასე მივმართავდით ერთმანეთს ჩემო ხატია, ჩემო სოსოია.
შენ ხარ მზე … მზე რომელიც არ ამოვიდააა…… ჩვენი მეგობრობა მზის ფერია … სამუდამოდ“, – წერს ძალიან ემოციურ პოსტს, გარდაცვლილი ფეხბურთელის თანაკლასელი სოციალურ ქსელში.
წყარო: exclusivetv.ge