ჩოხატაურში ისევ თოვს. ამ დროისთვის მაღალმთიანი სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ჯგუფები მობილიზებულია და ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
” თოვლის გამო ხეები წაიქცა და დააზიანა კაბელები. გასულია ჯგუფები და დღის ბოლომდე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება”,_ ამბობს შარაშიძე.
რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, გზის გასაწმენდი სპეციალური ტექნიკა ყველა სოფლის ცენტრალურ გზაზეა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.