მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეყვარებულის ყოლას თქვენს წონაზე დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.
ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 10 წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია გააანალიზეს, რომელშიც 15 000 სხვადასხვა ადამიანის მონაცემი შედიოდა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შეყვარებული წყვილები საშუალოდ 5.8 კილოგრამით მეტს იწონიდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც შეყვარებული არ ჰყავდა.
სტაბილური პარტნიორის ყოლისას თქვენში სპორტულ დარბაზში წასვლის სურვილი ნელ-ნელა იკლებს, რადგან თქვენ უკვე გყავთ ადამიანი, რომელიც დროის დიდ ნაწილს თქვენთან ატარებს. ლოგინზე წამოწოლა, საყვარელი ფილმების ყურება და სამი ბოთლი ღვინის დალევა ბევრად უფრო მიმზიდველად ჟღერს, ვიდრე დარბაზში ძუნძული.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ წყვილებს ზოგადად უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი ახასიათებთ, ისინი ეწევიან ნაკლებს და მიირთმევენ უფრო ჯანსაღ საკვებს, თუმცა ისინი წონაში მაინც ხშირად იმატებენ.
თუ ამ ყველაფერში ეჭვი გეპარებათ, შეგვიძლია ეს ფაქტი დამატებითი კვლევებითაც გავამყაროთ.
დალასის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 200 ახალდაქორწინებული წყვილი შეისწავლეს, რის შემდეგაც ისინი იდენტურ დასკვნამდე მივიდნენ.
“კმაყოფილება წონის მატებასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ბედნიერია წყვილი, მით უფრო იმატებენ ისინი წონაში.” – ამბობს კვლევის ავტორი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ბედნიერი ხართ საკუთარი ურთიერთობით, მით უფრო ფუმფულა ხდებით თქვენ.