საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერმადინმა, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. მისმა ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში, სტუმრად, იტალიურ სასარი 84:63 დაამარცხა და 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
პირველი ადგილი გერმანულ ლუდვიგსბურგს ერგო. შეგახსენებთ რომ, შერმადინის გუნდმა შარშან მეოთხედფინალი ფრანგულ სტრასბურგთან 86:88 დათმო.
გიორგიმ 19:04 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +19 იყო და იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
[sexy_author_bio]