უხვთოვლიანი ზამთრის შემდეგ ბახმაროში თოვლის სიმაღლე ამ დროისთვის ნახევარ მეტრს აღწევს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბახმაროში რომან კალანდაძემ განუცხადა.
“გზა ცხრაწყარომდე გახსნილია, შემდეგ უკვე დიდი თოვლია და ველოდებით გზის გაწმენდით სამუშაოებს. ჩინურ კომპანიას აქვს ვალდებულება აღებული, რომ გზა გაწმინდოს. ფაცხების, ლაშეს რომ ეძახიან, მაგის ზემოთ გზაზე, დაახლოებით, მეტრამდე თოვლია. ტრაქტორებს აქვს გზა დანატკეპნი, ტურისტები რომ ამოჰყავდათ ზამთარში. უშუალოდ ბახმაროში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ასვლა ავტომობილით არის შესაძლებელი ცხრაწყარომდე, შემდეგ უკვე ბურანით”, _ გვითხრა რომან კალანდაძემ.