მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 224 მილიონს აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს.
კვლავ მძიმე მდგომარეობაა შეერთებულ შტატებში, სადაც საავადმყოფოებში პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ პირებში COVID -19-ით გარდაცვალების ალბათობა 11-ჯერ მაღალია.
ამავე ცენტრის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინები ადამიანებს სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციისგან იცავს.
პარალელურად, ჯო ბაიდენის განკარგულებით, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ფედერალური უწყების თანამშრომლებისთვის.
საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორიის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება სლოვენიაშიც. ავსტრალიაში კი, ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, კორონავირუსის მუტაციების ფონზე შესაძლოა COVID-19-მა გრიპის ვირუსის მსგავსად განაგრძოს ცირკულირება.
“მე ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის მიზანი, პირველ რიგში, უფრო მწვავე დაავადების და გარდაცვალების პრევენციაა, ამავდროულად გამოვდივართ ზეწოლისგან ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა, რათა საზოგადოებამ გაიკეთოს ვაქცინა და ის თანაბრად განაწილდეს ყველაზე.
ამავდროულად, თუ დავუშვებთ რომ COVID -19 განაგრძობს მუტაციას და დარჩება ჩვენთან, როგორც გრიპის ვირუსი, ჩვენ უნდა გავთვალოთ, თუ როგორი სტრატეგია გვექნება და მოვაგროვოთ ღირებული ცოდნა დამატებითი დოზების გავლენის შესახებ,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორმა, ჰანს კლუგემ.