ხობის მუნიციპალიტეტში 49 წლის მამაკაცს, მამუკა კორტავას, ეძებენ. ის სახლიდან, სოფელ შუა ხორგიდან, 2 ნოემბერს გავიდა და დღემდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
როგორც „გურია ნიუსს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, კორტავას გაუჩინარების რამდენიმე ვერსია განიხილება.
„შესაძლოა, გაიტაცეს ან გაიქცა. გაუჩინარებამდე, სამი-ოთხი დღით ადრე, კონფლიქტი ჰქონდა ადგილობრივებთან. უკვე 26-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ,“ _ აცხადებს ოჯახის ახლობელი.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
































































