„როგორც ბათუმში მოხდა, შესაძლოა, მალე ჩვენც ნანგრევებში მოვყვეთ. ამ ხუთსართულიან კორპუსში, ყოველდღე ახალი ბზარებია და დანგრევის საფრთხე რეალურია. კატასტროფა გვიახლოვდება“, _ ამბობენ „გურია ნიუსთან,“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, „ფაბრიკის ბინებად“ წოდებული ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები.
_აქ პოლიტიკა და არჩევნები არაფერ შუაშია. ზუსტად ასე გვინდა, დაწეროთ. ბათუმის ამბებმა ქვეყანას თავზარი დასცა, ჩვენ კი დიდი ხანია, თავზარდაცემული ვართ. ათი განცხადება მარტო შენახული გვაქვს, სხვადასხვა მთავრობის დროს რომ მივმართეთ ხელისუფლებას. ბოლოს, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ჩამოიყვანეს ექსპერტი, დაიდო საგანგაშო დასკვნა, რომ ამ კორპუსის აღდგენა და რემონტი შეუძლებელია. მერე პანდემიამ შეაფერხა მოვლენები და ახლა ვართ შიშსა და სიკვდილის მოლოდინში“! შესაძლოა, მალე ჩვენც კორპუსის ნანგრევებში მოვყვეთ, _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებლები: მანანა თურმანიძე, ანდრო ვაშალომიძე, თემურ დარჩია, ჯონი ბარდაია, ოლეგი ტკაჩოვი და სხვები.
აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ნახვისას, ავარიული მდგომარეობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. კორპუსში 35 ოჯახი ცხოვრობს. მარცხენა მხარეს კორპუსი აშკარად გადახრილია. კედლებზე, საძირკველთან, კიბეებსა და ოთახებში ყველგან ბზარებია. მზიდ კედლებს ბზარები ყველაზე მეტად ეტყობა. ზოგ საცხოვრებელ ბინაში, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, მზიდი კედლებიც გამონგრეულია. ამას ერთვის ამაზრზენი ანტისანიტარია _ როგორც აქ გვითხრეს, სულ ცოტა, 15 წელია, საკანალიზაციო მილები გაჭედილია და მთელი ფეკალიები ჩადის სარდაფში და იქ გროვდება.
_ საძირკველი რის შეწოვასაც ახერხებს, ისრუტავს ამ ფეკალიებს. ეს მხოლოდ დანგრევის დაჩქარებას უწყობს ხელს. საერთოდ კი ტუალეტად არის ქცეული და კი დგას ხოლო აუტანელი სუნი, _ გვითხრეს შეწუხებულმა ადგილობრივებმა.
ვრცლად აღნიშნულის შესახებ „გურია ნიუსი“ მალე გიამბობთ.
[sexy_author_bio]