მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა.
“ეს შესაძლოა, ჩვენი ბოლო მიმართვაა, შესაძლოა, საათები დაგვრჩა. მტრის დაჯგუფება ჩვენზე ათჯერ მეტია და უპირატესობა აქვთ ჰაერშიც და ხმელეთზეც. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ, გაგვიყვანონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი და ასობით სამოქალაქო პირია, მათ შორის ბავშვები და ქალები. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ამბობს სერგეი ვოლინა.