შესაძლებელია თუ არა პროტესტის გაძლიერების ფონზე, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს? – ამ კითხვას სოციალურ ქსელში პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე პასუხობს.
“ზოგი შიშობს – თუ პროტესტი გაძლიერდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. უნდა ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერი და პარლამენტი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებენ”,_ წერს მენაბდე და ვიდეოს აქვეყნებს.