“ჩემი სიცოცხლისთვის საშიში გადაწყვეტილება მივიღე”, _ ამის შესახებ ქუთაისელმა ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ჟურნალისტი თვლის, რომ საქართველოში ადამიანების, მათ შორის მისი უფლებები ირღვევა და ქართული სასამართლო ვერ იცავს უდანაშაულო მოქალაქეებს.
ჩემი სიცოცხლისთვის საშიში გადაწყვეტილება მივიღე.
ხვალ დილიდან უსამართლობის წინააღმდეგ მშრალ შიშმილობას გამოვაცხადებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან. გარე ძალებს სურთ ზედამხედველმა. პროკურორებმა ვალერი გეგუჩაძემ და თამარ მესხიამ არ მიიღონ გადაწყვეტილებები დასრულებულ საქმებზე, სადაც დაზარალებულად უნდა მცნონ.
მე, ერთი რიგითი ჟურნალისტი, წლების განმავლობაში უსასყიდლოდ ვიდექი უსამართლობის წინააღმდგეგ ბრძოლაში გაჭირვებული რესპოდენტების გვერდით. ყოველგვარი ანაზღაურების, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ვემსახურებოდი სამართლიანობას.
დღეს გადავწყვიტე ჩემი თავის წინაღმდეგ გამოვიდე და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გადაწყვეტილება მივიღე. შესაძლოა მძიმედ გამირთულდეს ისედაც არამყარი ჯამრთელობის მდომარეობა.
შესაძლოა, უკანასკნელადაც ვწერ. მადლობას ვუხდი ჩემს ყველა წყაროს. ადვოკატებს, მხარდამჭერ პროკურორებს, გამომძიებლებს, სახელმწიფო მოხელებს, ოპოზიციურ პარტიებს და ყველა ადამინს, რომლებიც მეხმარებოდნენ წლების განმავლობაში გაუბედურებული ხალხის მხარდაჭერაში.
ბრძოლა იწყება დღეიდან, მანამ სანამ.ორ გახმაურებულ საქმეზე დაზარალებულად არ ვიქნები ცნობილი.