Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა ამბობს, შესაძლოა, ერთ დღეს, ვირუსის ახალი შტამი გაჩნდეს, რომელიც დღევანდელი ვაქცინების წინაშე მედეგი იქნება.
თუმცა, ბურლა ამტკიცებს, რომ, კომპანიას გააჩნია, სისტემა, რომელიც დაახლოებით სამ თვეში, კონკრეტულ ვაქცინას დაამზადებს.
“ყოველთვის, როცა მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტი ჩნდება, მეცნიერები პოულობენ მისი დამარცხების გზებს. ჩვენ, ჯერჯერობით, მსგავსი შტამი არ აღმოგვიჩენია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, იგი გამოჩნდეს”, _ თქვა ალბერტ ბურლამ.