ჩოხატაურში, ანა კალანდაძის სკვერის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული სანაგვე ურნა დღეს ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს აღარ დახვდათ.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სანაგვე ურნა დაზიანებული იყო და შესაკეთებლად წაიღეს.
როგორც ამბობენ, სანაგვე ურნას, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დააბრუნებენ კუთვნილ ადგილას.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ტერიტორიაზე, სადაც დაზიანებული სანაგვე ურნა იდგა სკამია დაზიანებული.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა დაზიანებული სკამის ახლით შეცვლა_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვეუბნებიან:
“იგეგმება ახალი სკამების განთავსება პარკში, ეს სკამიც ჩანაცვლდება ახალი სკამით”.