გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
,,შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა გამოძიებულ იქნას დროულად და სრული გამჭვირვალობით.
გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს და შეეცადონ, უთანხმოება დიალოგის გზით დაძლიონ”,_ აცხადებს სტეფან დუჟარიკი.