„ისეთი ყინვა იყო წუხელ, ღამით, გურიაში, თოვლის ბაბუას ცოდვით გულის კაკალი დამეწვა, შესცივდა და მეიკუნცხა“ _ წერს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ცნობილი ფერმერი, აგრონომი აკაკი ღლონტი.
როგორც ბატონი კაკო ხუმრობს, მისი შვილიშვილების მიერ დადგმული თოვლის ბაბუა გუშინ საღამოს ნამდვილად მედგრად იდგა, ხელში ჯოხით, თუმცა, დილით ბავშვებს დახვდა ისე, როგორც ფოტოზე ჩანს.