ლუგანსკის რეგიონში სიტუაცია სტაბილურად მძიმეა, მაგრამ სრულად კონტროლდება უკრაინის ჯარების მიერ, _ამის შესახებ განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ.
“შეტევები მიმდინარეობს ყველა მიმართულებით – სვატოვეში და კრემინაში – და ყველა დეოკუპირებული დასახლება, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზის გასწვრივ, ცეცხლის ქვეშ ექცევა“, – განაცხადა ჰაიდაიმ.