გაეროს გეგმას, რომელიც უკრაინიდან მაცვლეულისა და სასუქის ექსპორტს ითვალისწინებს, ხელი მოეწერება. ამის შესახებ ინფორმაციას apnews ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის ოფისში განაცხადეს, რომ ხელმოწერის ცერემონიას ის, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და ოფიციალური პირები რუსეთისა და უკრაინიდან გაუძღვებიან. მას დამატებითი დეტალები არ უთქვამს.
გუტერეში მუშაობდა გეგმაზე, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ექსპორტზე გაატაროს მილიონობით მარცვლეულის მარაგი, რომელიც ომის გამო იყო ჩარჩენილი უკრაინის შავი ზღვის პორტებში – ეს არის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რამაც გამოიწვია ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ფასების ზრდა.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას მხარეები სტამბოლში შეხვდნენ და გეგმის შესახებ სავარაუდო შეთანხმებას მიაღწიეს.
ექსპორტის საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნება სტამბოლში, რომელშიც შედიოდნენ გაეროს, თურქეთის, რუსეთის და უკრაინის ოფიციალური პირები.