მმართველი გუნდის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებაში“ ვანო ზარდიაშვილის ყოფნა შეცდომაა. მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა გათავისუფლდეს ე.წ. კოლექტიური ზარდიაშვილის გუნდისგან.
,,ზარდიაშვილი არის ნეგატივის გამოსახულება. ,,ქართული ოცნება“ იმ სენისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური ზარდიაშვილის გუნდი, უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს დაშავებული. რაც მოვიდა ამ დღიდან მოყოლებული, შეცდომა არის, რომ ზარდიაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი“, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.