ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტს “გურია ნიუსთან” საუბრისას ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი.
_ ეს ფაქტი მოხდა, თუმცა, დირექტორის კომპეტენციაა, გიპასუხოთ. მან ყველაფერი იცის ამის შესახებ და აუცილებლად გეტყვით, _ გვითხრა იმედაშვილმა.
„გურია ნიუსის“ არაერთი ზარის მიუხედავად, სკოლის დირექტორს რუსუდან ცეცხლაძეს ვერ დავუკავშირდით.
გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდება.