“ბათუმელების” ინფორმაციით, 21 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი.
„მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს.
წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ნათქვამია “ბათუმელების” ინფორმაციით, ექსპერტ ნათია ხარატის დასკვნაში, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს.


































































