საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე.
ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” დღის პირველზე და ვიტყვი ჩემს სათქმელს.
შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.