რუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს.
როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.
გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც – ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და “რუსთავი 2-ის” გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.