ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.
ვახტანგ გომელაური უკვე “საქართველოს ბანკის” შენობასთან იმყოფება.
ამასთან, მძევლები ბანკის შენობიდან ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მძარცველს, რომელიც “საქართველოს ბანკში” არის შეჭრილი, ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს.
ინფორმაციისთვისმ ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა დღეს დილით მოხდა. შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობაში 12 მძევალია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია თავდამსხმელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.