საქართველოს პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლისას დაღუპულ ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის უმცროსი სერჟანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულის II ოცეულის III ათეულის მეთაური ალექსანდრე ონიანი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.
შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 11 აგვისტოს გამოსცა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.