მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენა “შობის ღამის სიზმარი” გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია, „მომავლის ბავშვები”.
ხელოვნების სასახლე ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ბავშვებს.
ღონისძიებას ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
მერმა ბავშვებსა და დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა.
დასასრულს ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.
(R)