https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამეგრელო

სამეგრელოში ახალ წელს კალანდობას უწოდებენ და თოფების სროლით ეგებებიან.

ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის, ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს, რის შემდეგაც სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვა სანოვაგე ალაგია. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს“.

სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავენ, მის სიახლოვეს კი აუცილებლად ალაგებენ ხილს და ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას, ხაჭაპურს, ფელამუშს და ღვინოს. სამეგრელოში მეკვლეს დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადება მის დასახვედრად.

გურია

გურიაში, ისევე, როგორც სამეგრელოში, შობა-ახალ წელს კალანდობას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდება კუპატი, საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირთოს. გურიაში ახალ წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიან და მღერიან, აგროვებენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.

იმერეთი

იმერეთი საქართველოს სხვა კუთხეებისგან თავისი სამზარეულოთი და უგემრიელესი კერძებით გამოირჩევა, ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანს.

მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვს. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ულაგიათ.

აჭარა

აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია აჩმა და ბაქლავა. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ აჭარაშიც ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან ილოცებიან.

რაჭა

ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაჭაშიც. საახალწლოდ აქ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს კი ძველი წლისთვის. დიასახლისები აუცილებლად აცხობენ ადამიანის სახის „კაც-ბასილას“ და ერთ დიდ პურს „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“, ანუ მეკვლე ცეცხლს დაანთებს, შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“. შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერიას“ უნაწილებენ.

საოცარი სიტყვებით ლოცავს მეკვლე ოჯახს: „გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში“. თუ ოჯახი მეკვლეს კარგად დასცდის, მას კიდევ სამი წლით აირჩევს. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩამაგრებული ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში. დალოცავს ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყება ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებს ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.

სვანეთი

მეკვლეობის ტრადიცია მნიშვნელოვანია სვანეთშიც. ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში (წნელისა და ტკეჩისგან მოწნული უყურო, მოგრძო კალათი) ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)“. სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვრიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

სვანეთში ახალი წლის ღამეს ძალიან ერიდებიან სტუმრად წასვლას.

სვანურ საშობაო სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხორცეულს. აქ შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ტრადიციულად ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ კერძს.

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები (ხატის მზარეული) ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვ. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს აკვირდებიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობს ბედის კვერებს, თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება. ახალ წელს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს” უწოდებენ.

ქართლ–კახეთი

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავს. ახალი წლის ღამეს ჩურჩხელებს, ჩირს, ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პურს უდებს პირში.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23 თებერვალი, 2026

ქართული საშობაო სუფრა

საშობაო საჩუქარი   

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23.02.2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23.02.2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23.02.2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23.02.2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23.02.2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო