რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურს მისცა მითითება, „მაღალი სიზუსტის შეიარაღებით“ უკრაინის არმიის სარაკეტო და საარტილერიო საშუალებების განადგურების „პრიორიტეტულობის“ შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ, მეტაურს უბრძანა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების და არტილერიის განადგურება მაღალი სიზუსტის იარაღით, საიდანაც მისი თქმით, დონბასის დასახლებების საცხოვრებელი უბნების დაბომბვა და მინდვრების მიზანმიმართული ცეცხლის წაკიდება ხორციელდება.