სენაკში იმ ქუჩას, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა, შესაძლოა, მისი სახელი ეწოდოს.
ეს ინიციატივა სენაკის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” მირანდა მირცხულავას ეკუთვნის.
“შონიას ქუჩას ბახვა ჩიქობავას სახელი უნდა მიენიჭოს. როგორც კი შედგება სხდომა, პირველივე საკითხად დავაყენებ. სიცოცხლეს შევწირავ და ამ ქუჩას სახელს მაინც გადავარქმევ“, _ უთხრა “გურია ნიუსს” მირანდა მირცხულავამ.
ცნობისთვის _ ბახვა ჩიქობავა უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში გუშინ დაიღუპა. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო.