“ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა,საქართველო, წინ!” – ასე ეხმაურება საქართველოს ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი შოთა არველაძე, პორტუგალიასთან თამაშში ქართული ნაკრების გამარჯვებასა და ბოლო ჯგუფური ეტაპიდან გასვლას
“ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელ გუნდს, სტაფს და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა.
საქართველო, წინ! ” – წერს არველაძე
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.