შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა.
სტიქიური უბედურება ონის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე დაიწყო. კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.