მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. რაჭაში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.