შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს.
ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ორი მათგანის ცხედარი მაშველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს, 4 კი დღეს დილით.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.